• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Fc Barcelona » შემადგენლობა » სერხიო ბუსკეტსი
სერხიო ბუსკეტსი
Kirvalidzeდრო: ორშაბათი, 2011-09-05, 2:46 PM | წერილი # 1
სერჟანტი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
წერილები: 28
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 5
სტატუსი: Offline

სახელი: სერხიო ბუსკეტს ბურგოსი
ნომერი: 16
დაბ. ადგილი: საბადელი (ბარსელონა)
დაბ. თარიღი: 16-07-1988
სიმაღლე: 189 სმ
წონა: 73 კგ

ბიოგრაფია

საბადელში დაბადებული, სერხიო ბუსკეტსი, “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდს 2005 წელს შეუერთდა. ჟუვენილ ა-ში თამაშის განმავლობაში მან სამი ტიტული მოიგო ისეთი ფეხბურთელების გვერდზე, როგორებიც არიან ბოიანი, კროსასი, ჟეფრენი და ჯოვანი.
2006/07 წლების სეზონში ის განაგრძობდა თამაშს ჟუვენილე ა-ში და ალექს გარსიას ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელი იყო. ახალგაზრდულ გუნდში თამაშის მესამე წელს, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის მიუხედავად, მან 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
შემდეგ სეზონში ბუსკეტსმა “ბარსა ბ”-ში გადაინაცვლა, რომელსაც უკვე პეპ გვარდიოლა წვრთნიდა. 12 მატჩი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას გვარდიოლა თავისი თამაშით გაეოცებინა და მას მერე კიდევ 23 მატჩი ჩაატარა. ბუსკეტსმა დიდი წვლილი შეიტანა “ბარსა ბ”-ს მე-2 დივიზიონში დაწინაურებაში.
სერხიომ პირველად “ბარსას” ძირითად გუნდში 2007/08 წლების სეზონში ითამაშა, კატალონიის თასზე. ამავე შეჯიბრზე ითამაშა მან მეორედ “ბარსას” რიგებში 2008/09 წლების სეზონში, ხოლო მისი პირველი ოფიციალური დებიუტი ლა ლიგაზე, 2008 წლის 13 სექტემბერს, “რასინგის” წინააღმდეგ შედგა. მან სრული 90 წუთი ითამაშა. ბუსკეტსი ძირითად გუნდში თამაშის უფრო და უფრო მეტ შანსს იძენდა და ტრიპლეტის შემსრულებელ “ბარსაში” საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო. თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ის ძირითადშიც ვიხილეთ, საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ სერხიომ დიდი ნახტომი გააკეთა, 1 წელიწადში მესამე დივიზიონიდან ტრიპლეტის მფლობელამდე.
“ბარსაში” კარგი თამაში დაეხმარა მას ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის გულის მოგებაში. მისი დებიუტი ესპანეთის ნაკრებში 2009 წლის 1 აპრილს შედგა, თურქეთის წინააღმდეგ, და გამარჯვებით, 2-1, დასრულდა. ის ასევე გაემგზავრა 2009 წლის კონფედერაციის თასზე აფრიკაში.
სერხიო ბუსკეტსი კარლეს ბუსკეტსის ვაჟია, რომელიც “ბარსელონას” კარს იცავდა 1990-იან წლებში.

თვისებები

სერხიო სრულყოფილი ნახევარმცველია, კარგად ცნობილი თავისი საფეხბურთო ინტელექტით. ის გამოირჩევა მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევით და კარგად შეუძლია თამაშის წაკითხვა. ბუსკეტსი გუნდს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს, რადგან ძალიან იშვიათად კარგავს ბურთს და ასევე კარგია დაცვითი მოვალეობების შესრულებაშიც. სერხიო მრავალფეროვანი მოთამაშეა და შეტევით პოზიციებზეც შეუძლია თამაში. მისი ტაქტიკური მცოდნეობა და სიმაღლე (თითქმის 190 სმ) ნიშნავს, რომ მას ნახევარდაცვის გარდა, ცენტრალურ მცველად ან ფორვარდად შეუძლია თამაში.

მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09, 2009/10, 2010/11

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11

ჩემპიონთა ლიგა – 2008/09, 2010/11

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10



ესპანეთის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონი - 2010


 
BarcaCrazyFanდრო: ორშაბათი, 2012-04-16, 1:20 PM | წერილი # 2
რიგითი
ჯგუფი: დროებითი მწერალი
წერილები: 1
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
love dzaan magari vinmea
 
Kirvalidzeდრო: სამშაბათი, 2012-04-24, 0:26 AM | წერილი # 3
სერჟანტი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
წერილები: 28
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 5
სტატუსი: Offline
გეთანხმები... ძალიან კარგად ხედავს მოედანს და ერთ-ერთი საუკეთესოა

 
ფორუმი » Fc Barcelona » შემადგენლობა » სერხიო ბუსკეტსი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: