ინტერვიუები კეიტამ გუარდიოლა გააკრიტიკა

კეიტამ გუარდიოლა გააკრიტიკა

ნახვები: 751

 "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ, რომელიც ამ ზაფხულს "დალიან აერბინში", გააკრიტიკა თავისი ყოფილი მწვრთნელი "ბარსაში" ხოსეპ გუარდიოლა. მან გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო დრო.

 "თავის დროზე ბევრი გამიგია და წამიკითხავს თუ როგორ დიდად მაფასებდა გუარდიოლა მე. ყველა ფიქრობდა, რომ ჩემსა და ხოსეპს შორის კარგი დამოკიდებულება იყო, ვინაიდან ის ყოველთვის კარგად საუბრობდა ჩემზე. მაგრამ მის დროს მე არც ისე ხშირად ვთამაშობდი.

 არ დამიმალავს ის რასაც ვფიქრობდი მასზე და მითქვამს კიდევაც პირისპირ შეხვედრისას. ვუთხარი, რომ არასდროს ვაფასებდი მის ქებას რადგან მას ჩემი არ სჯეროდა." განაცხადა მალელმა ფეხბურთელმა, რომელმაც "ბარსაში" 4 წელი ითამაშა და 100-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტეგები: Seydou Keita, Josep Guardiola
                                                                                                     წყაროზე გადასვლა  




კომენტარები   

დატოვე კომენტარები

Facebook

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0