სიახლეები მესის გოლების სერია გრძელდება

მესის გოლების სერია გრძელდება

ნახვები: 1348

 ლეო მესი კვლავ შეუჩერებელია. გოლით, რომელიც მან "ანოეტეს" სტადიონზე გაიტანა, ლეო ახალი სარეკორდო მაჩვენებლები დაამყარა.

 თითქოს არგენტინელს საზღვრები არ გააჩნია. საქმე იმაშია, რომ ყველა მატჩში გოლის გატანასთან ერთად, ის ამყარებს ახალ რეკორდებს. არამგონია მისი უპირველესი მიზანი რეკორდები იყოს. უბრალოდ ის მოედანზე გამოსვლისას ისახავს დავალებას - გაიტანოს რაც შეიძლება მეტი გოლი. მოწინააღმდეგეს კი რათქმაუნდა მნიშვნელობა არ აქვს. 

 თუნდაც მისი გუშინდელი გოლი. სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა "რეალ სოსიედადისთვის" 3000-ე გაშვებული ბურთი საკუთარ კარში. და რაც მთავარია, ლეო უკვე ზედიზედ მეათე თამაშში იტანს გოლს. ეს მაჩვენებელი "ბარსაში" დამყარებული აქვს ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდოს და თვით მესის წინა სეზონში. 
                                                                                                     წყაროზე გადასვლა  




კომენტარები   

დატოვე კომენტარები

Facebook

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0