• გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » DELBarca.com » საავტორო თემები » Fc Barcelona 3-2 Real Madrid (spain SuperCopa 2 Match) (მატჩის მიმოხილვა. როგორც კი დამთავრდა იმწამსვე დავიწყე წერა)
Fc Barcelona 3-2 Real Madrid (spain SuperCopa 2 Match)
Kirvalidzeდრო: შაბათი, 2011-09-03, 10:46 PM | წერილი # 1
სერჟანტი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
წერილები: 28
ჯილდოები: 0
რეპუტაცია: 5
სტატუსი: Offline
დაიწყო მატჩი რეალის აქტიურობით. ის ისევ თამაშობდა პრესინგით. მაგრამ ალბათ ბევრმა იცის, რომ პრესინგი მალევე ღლის გუნდს. ანგარიში გახსნა ინიესტამ, მესის გადაცემით ის გაიჭრა წინ და მადრიდელთა კარში პირველი გოლი გაიტანა. ეს მხიარულება არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა, რადგან 5 წუთში რეალმა აღადგინა თანასწორობა. ბევრის აზრით გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მოწოდების შემდეგ ბურთს დაარტყა სერხიო რამოსმა, შემდეგ კი რეკოშეტით რომელიც მოხვდა რონალდოს ბურთი აღმოჩნდა კატალონიელთა კარში. მაგრამ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან რონალდო ამ დარტყმის დროს იმყოფებოდა თამაშგარე მდგომარეობაში. თამაში უფრო გამწვავდა. იყო ძალიან ბევრი დარღვევები მადრიდის მხრიდან. ყველაზე ხშირად მსაჯი აფრთხილებდა პეპეს, რომელიც გამოირჩევა თავისი აგრესიით. ტაიმის მიწურულს კატალონიელებმა მოუმატეს ტემპს, მოუხშირეს შეტევებს, რამაც გამოიყო შედეგი. აქ ისევ მესიმ იაქტიურა, მან მოატყუა რამდენიმე ფეხბურთელი და გაიტანა გოლი კასილასის კარში. კამპ ნოუ გულშემატკივრების ყვირილმა აიკლო, ალბათ ყველას გულში მესის სახელი ტრიალებდა. რამოდენიმე წუთში გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა და დამთავრდა პირველი ტაიმი.
მეორე ტაიმის დასაწყისში რეალმა გააკეთა ცვლილება, მან მოედანზე შემოიყვანა მარსელო, რომელმაც პირველი ტაიმი სათადარიგოზე გაატარა. ამან უფრო გაამწვავა მადრიდელთა შეტევები. ყველაზე სახიფათო არის მათი მოწოდებული კუთხურები, როდესაც საჯარიმოში დგანან სიმაღლით მაღალი ფეხბურთელები: რონალდო, ბენზემა დიმარია, ხოლო უკან კი როგორც ყოველთვის სერხიო რამოსი დაზღვევაზე. მადრიდელების ორმა მოწოდებულმა კუთხურმა მათ წარმატება არ მოუტანა. კუთხურებს შორის არც თუ ისე დიდი ინტერვალი იყო. მესამე კუთხური, რომელიც მოაწოდეს თეთრ მაისურიანებმა აღმოჩნდა ფატალური შედეგის მომტანი კატალონიელებისათვის. ფეხბურთელები დაიბნენ როდესაც ბურთი დაეცა ძირს და მისი მოშორება ვერ შეძლეს. გარშემო იდგა უამრავი მადრიდელი. საბოლოოდ ეს შეცდომა გამოიყენა მადრიდელმა ბენზემამ და არც თუ ისე შორი მანძილიდან გაიტანა გოლი. ეხლა უკვე შეიცვალა თამაშის მიმდინარეობა. ანგარიში გახდა 2-2. ბარსამ აუცილებლად უნდა გაიტანოს გოლი, დროც აღარ რჩება. ამასობაში მოედანზე შემოდის ჯერ ადრიანო, რომელმაც შეცვალა დავიდ ვილია, ხოლო რამოდენიმე წუთში გუნდს უერთდება კლუბის ახალი წევრი სესკ ფაბრეგასი. კამპ ნოუ მას ძახილით და აპლოდისმენტებით მიესალმა. ეს იყო კიდევ ერთი გამარჯვების ნაპერწკალი. რათქმაუნდა ეს ფუჭი ცვლილება არ ყოფილა. ბარსელონამ დაიწყო ისეთი თამაში როგორიც მას სჩვევია. ჩქარი თანწყობილი, ფლანგების ცვლადი შეტევები, ამაში ჩაერთო სესკ ფაბრეგასი, მან ბურთი გადააწოდა ადრიანოს, ადრიანომ ჩამოაწოდა მარჯვენა ფლანგიდან და აქ უცებ გაჩნდა მესი რომელმაც ფეხის ერთი შეხებით ბურთი გადაგზავდა მადრიდელების კარში. ყველას ძალიან გაუხარდა. ლიონელ მესიმ გაიფორმა დუბლი. ასევე პირველ გოლშიც დიდი წვლილი ეკუთვნის მას. აღსაღნიშნავია, რომ ბოლო გოლში სესკმაც მიიღო მონაწილეობა. ამან მადრიდელები "ნერვებზე მოშალა". ამოიწურა 90 წუთი, ანგარიში 3-2 და ამ შედეგით ბარსელონა იგებს, მაგრამ საკმარისია რეალის ერთი გოლი და გამარჯვება იმწამსვე გადავა მადრიდის ხელში. დამატებით ტაიმებზე აღარ არის საუბარი, რადგან მათმა დრომ უკვე ჩაიარა მესის გოლის შემდეგ. ეხლა მთავარია არ დავუშვათ შეცდომა და არ მივცეთ მოურინიოს ფეხბურთელებს შეტევის უფლება. მსაჯმა დაამატა 4 წუთი, რომლიდან 3 წუთი ბარსელონამ შეტევებში გაატარა. ამოიწურა მესამე წუთი და თამაში აღწევს პიკს. ამ დროს სესკი რომელსაც რეალთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აკავშირებს, იღებს ბურთს მარჯვება ფლანგზე. მას უცებ ეწევა მარსელო და მარცხენა ფეხს უდგამს ფეხებს წინ, ხოლო მარჯვება ფეხს მთელი ძალით ურტყავს უკნიდან ფეხებში. აქ კი ყველაფერი დამთავრდა რეალისათვის. დრო გრძელდება მაგრამ თამაში არა. მსაჯმა წითელი მისცა მარსელოს, და დაიწყო ჩხუბი კლუბებს შორის. პინტო რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას შეხლა შემოხლაში გააღიზიანა იოზილის სიტყვებმა და ერთი მუშტიც უთავაზა სახეში. მსაჯმა ასევე გააძევა სათადარიგოზე მჯდომი ოფი ფეხბურთელი. ამასობაში გავიდა დრო და ჯარიმა შესრულდა უკვე 98- წუთზე. დამატებულ დროს 3 წუთი გადაცდა. ჯარიმა შეასრულა ხავიმ. მიუვიდა ბურთი კასილასს და მსაჯმა მადრიდელებს მისცა კიდევ ერთი და საბოლოო შანსი, კასილასმა ძლიერი დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის ნახევარზე. იყო რამოდენიმე პასი, მაგრამ საბოლოოდ ბურთი დაეცა პიკეს წინ და ამ უკანასკნელმა მოიშორა იგი და საფრთხე აიცილა თავიდან. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა და კამპ ნოუს ყვირილმა გადაფარა იგი. ბარსელონა გახდა 2011 წლის ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული. რაც შეეხება მარსელოს, იგი სავარაუდოდ 2 -ზე მეტ მატჩს გამოტოვებს ასეთი უხეშობის გამო. ფაბრეგასი? ფაბრეგასს დიდი არაფერი მოსვლია. ამ მხიარულ ნოტაზე მინდა დავასრულო სიახლის წერა და მოგილოცოთ ყველას გამარჯვება!


 
ფორუმი » DELBarca.com » საავტორო თემები » Fc Barcelona 3-2 Real Madrid (spain SuperCopa 2 Match) (მატჩის მიმოხილვა. როგორც კი დამთავრდა იმწამსვე დავიწყე წერა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: