ვიდეო არქივი ბრაზილია 3-4 არგენტინა და მესის ჰეთ-თრიკი 31' 34' 85'

ბრაზილია 3-4 არგენტინა და მესის ჰეთ-თრიკი 31' 34' 85'

ნახვები: 1220

 ამხანაგური მატჩი ბრაზილიასა და არგენტინას შორის ცოტა არ იყოს მოულოდნელად განვითარდა. ვინაიდან პირველი გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს. ბევრი მოელის არგენტინის გამარჯვებას, აქ კი პირველები ისინი ხსნიან ანგარიშს. თუმცა რამოდენიმე წუთში მესი 3 წუთის ინტერვალით იფორმებს დუბლს. 31-ე და 33-ე წუთებზე ლეომ თავი წარმოაჩინა და არგენტინის ნაკრები პირველ ტაიმში გამარჯვებული გაიყვანა გასახდელში. პირველი ტაიმის ანგარიში 1-2.  

 მეორე ტაიმში ბრაზილიელებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება და ანგარიში 3-2 გახადეს. მაგრამ არგენტინა არ დანებდა და ბოლო წუთებამდე უტევდა ბრაზილიელებს. მესის კუთხური მოწოდებით გოლი გაიტანა ფერნანდესმა და ანგარიში 3-3 გახადა. 84-ე წუთზე ლეო მესიმ მორიგი იერიში მიიტანა ბრაზილიის კართან. მან ადვილად ჩამოიტოვა ორი მცველი, გაცდა მესამეს და საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით ბრაზილიას გაუტანა მეოთხე გოლი, რომელიც მისთვის იყო მესამე მიმდინარე მატჩში. ლეო მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ჯობია ნეიმარს, რომელმაც ვერცერთი გოლი გაიტანა დღევანდელ თამაშში.
                                                                                                     წყაროზე გადასვლა  





კომენტარები   


დაწერა:beka dugladze
0

ბრავო მესი
დაწერის დრო: 2012-06-12 в 7:43 PM [მასალა]