სიახლეები ვილია:"ბევრი მუშაობა მომიწევს"

ვილია:"ბევრი მუშაობა მომიწევს"

ნახვები: 812

 "ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ გაგვიზიარა თავისი შეხედულებები თავისივე პირველი მატჩისა, როდესაც იგი შეცვლაზე მეორე ტაიმში შემოვიდა.

 "ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მომენტი, რადგან ჩემი თავი კვლავ ფეხბურთელად ვიგრძენი.

 საჭიროა მოთმინება. მართალი უკვე დიდი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. კვლავიდებურ ფორმაში ჩასადგომად უამრავი ვარჯიშია საჭირო.

 ჯერ არ ვიცი როდის მივაღწევ ამ საოცნებო მომენტს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება.

 ფსიქოლოგიურად მე დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და მჯერა ჩემი თავის. არ ვფიქრობ წარსულზე, მხოლოდ და მხოლოდ მომავალი.

 მოტეხილობამ წამართვა გაცილებით მეტი დრო, ვიდრე მე მეგონა. ალბათ იმიტომ, რომ არასდროს მქონია ასეთი დაზიანება." - ციტირებს ვილიას Goal.com
                                                                                                     წყაროზე გადასვლა  




კომენტარები   


დაწერა:Tonatiuh
0

That's a smart way of thikning about it.
დაწერის დრო: 2012-08-27 в 8:42 AM [მასალა]