სიახლეები ჩემპიონატის დასაწყისს სანაკრებო მატჩები ართულებს

ჩემპიონატის დასაწყისს სანაკრებო მატჩები ართულებს

ნახვები: 873

 ჩემპიონატი 18 აგვისტოს დაიწყება, კატალონიელები "რეალ-სოსიედადს" დაუპირისპირდებიან, მაგრამ ფეხბურთელებს ძალზედ დატვირთული კვირის გადატანა მოუწევთ, ვინაიდან სწორედ მაშინ უწევთ სანაკრებო მატჩებიც.

 ამის გამო "ბარსელონას" 11 ფეხბურთელი იძულებული გახდება შუერთდეს თავის ნაკრებს და ჩაატაროს ამხანაგური შეხვედრა. ასე რომ ვილანოვას პირველი გუნდიდან მხოლოდ 11 ფეხბურთელი დარჩება: პუიოლი, ხავი, ვილია, პინტო, ხორდი ალბა, ადრიანო, დოს სანტოსი, მონტოია, ფონტასი, ბარტრა და ტელიო.

 ხუთშაბათს ვილანოვას უკვე ეყოლება გუნდის დიდი ნაწილი, ვინაიდან ამ დღეს დაბრუნდება ყველა ფეხბურთელი ბარსელონაში, ალექსის სანჩესის გარდა. იგი ითამაშებს ამხანაგურ მატჩში ჩილესა და ეკვადორს შორის. 

 პარასკევს უკვე სრულფასოვანი გუნდი შეიკრიბება და ვილანოვას ექნება ღირსეული დებიუტის შანსი. 
                                                                                                     წყაროზე გადასვლა  




კომენტარები   


დაწერა: song
0

ადმინ რა ცოტა ხალხია ამ საიტზეეეეეეეეე demon
დაწერის დრო: 2012-08-23 в 5:40 PM [მასალა]