სიახლეები 12 მილიონი ტიბო კურტუაში?

12 მილიონი ტიბო კურტუაში?

ნახვები: 1401

 ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ ინგლისური გამოცემები წერდნენ "ბარსელონას" ინტერესზე ტიბო კურტუას მიმართ. ვალდესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ნათქვამმა უარმა კი ეს ჭორები უფრო განამტკიცა. დიდი ალბათობით ვალდესის წასვლის შემდეგ ბელგიელი გოლკიპერისათვის "ბარსელონა" დაიწყებს მოლაპარაკებებს.

 ამ მოსაზრებას ამტკიცებს ინგლისური გამოცემა "The Sun" და აცხადებს, რომ "ბარსელონა" დაინტერესებულია ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას შეძენით, რომელიც არის "ჩელსის" მფლობელობაში და არენდის სახლით თამაშობს მადრიდის "ატლეტიკოში".

 გამოცემის თანახმად კატალონიელები მზად არიან გოლკიპერში 10 მილიონი ფუნტის (12 მილიონი ევროს) გადასახდელად. ტიბო კურტუამ, რომელმაც "ატლეტიკოში" ჩაანაცვლა დავიდ დე ხეა (ეს უკანასკნელი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავს), რამოდენიმე დღის წინ გამოთქვა სურვილი მადრიდულ კლუბშ მესამე სეზონზეც დარჩენისა, თუმცა "ბარსელონას" ინტერესის შემდეგ შესაძლოა მან ეს მოსაზრება შეიცვალოს.
                                                                                                     წყაროზე გადასვლა  




კომენტარები   


დაწერა:akkoo
0

კი
დაწერის დრო: 2013-04-02 в 6:17 PM [მასალა]